top of page

Cvens Sesaxeb

„ექომაინდი“ გთავაზობთ ბიზნეს ტრენინგებს, ვორქშოფებსა და განმავითარებელ პროგრამებს ორგანიზაციის პერსონალისთვის.

 

EchoMind-ი დაფუძნდა დედა-შვილის, ეკა ფრუიძისა და მარიამ ჩრდილელის მიერ. ჩვენ ვიცით თაობათა კავშირის ძალა და გვესმის, რომ ერთის მხრივ მრავალწლიანი მენეჯერული და ტრენერული გამოცდილება, მეორეს მხრივ კი ფსიქოლოგიის სიღრმისეული ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების პრაქტიკული გამოყენება, ერთად ქმნის უნიკალურ სინერგიას.

​​​

ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პერსონალის უნარებისა და ცოდნის განვითარებით - ჩვენ ვაღვიძებთ გონებას და ვაფართოვებთ ცნობიერებას. ეს ცვლილება, როგორც ექოს ტალღა, ვრცელდება მთელ ორგანიზაციაში და აქვს გრძელვადიანი ზემოქმედება.

​

ჩვენი მიზანია ორგანიზაციებში შევქმნათ პოზიტიური ცვლილებების ექო-ეფექტი (Resonance & Impact), რომელიც გააძლიერებს გუნდებს, აამაღლებს შედეგებს და ავითარებს ჯანსაღ ურთიერთობებს.

misia

ორგანიზაციების მხარდაჭერა ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში. ტრენინგებითა და ცნობიერების ამაღლების მრავალფეროვანი პროგრამებით ჩვენ ვქმნით გუნდში ექო-ეფექტს, დადებით ტალღას, პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც განაპირობებს ორგანიზაციის მდგრად განვითარებას გრძელვადიანი წარმატებისთვის.

lamp.png

xedva

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ხოლო მისი გონების პოტენციალი - უსაზღვრო. ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად ავითარებენ ადამიანურ კაპიტალს, აღწევენ დადებით ცვლილებებს, რომლებიც ექოს პრინციპით ავითარებს გარემოს, ზრდის ინდივიდების პროდუქტიულობას, ვლინდება სინერგია გუნდში, იქმნება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას გამოავლინოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ერთად მიღწეულ იქნას მაღალი შედეგები.

lamp (4).png

Rirebulebebi

1. განვითარება გაძლიერებისთვის (Growth for Empowerment)
ჩვენი ტრენინგები მიმართულია გუნდის გაძლიერებასა და სინერგიაზე, რათა ადამიანებმა აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ თავდაჯერებულები და წარმატებულები.

​

2. უწყვეტი განვითარება (Continuous Growth)
განვითარება უწყვეტი პროცესია. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს და ცალკეულ ინდივიდებს ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, დაისახონ უფრო ამბიციური მიზნები.

​

3. ავთენტურობა და ადამიანურობა (Authenticity & Humanity)
ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს თითოეული ორგანიზაციის უნიკალურ საჭიროებებს. თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეთიკურობას და სამართლიანობას.

​

4. ჰარმონია და კეთილდღეობა (Harmony & Well-being)
ნამდვილი წარმატება იბადება ჯანსაღ გარემოში. ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, ბალანსი და ურთიერთპატივისცემა საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს გამოავლინოს თავისი საუკეთესო მხარე.

„eqomaindis~ trenerebi

DSC00883.JPG

eka fruiZe

ბიზნეს ტრენერი და საერთაშორისო ქოუჩი

ეკა ფრუიძე — ბიზნეს ტრენერი და საერთაშორისო ქოუჩი, ხელმძღვანელობს PSP აკადემიას და ლექციებს კითხულობს ორ უნივერსიტეტში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფარმაციაში (PhD).

​

აქვს ბიზნეს ტრენერად და კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ბიზნეს, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

​

ტრენინგები ჩატარებული აქვს 30-ზე მეტ კომპანიაში, 9000-ზე მეტი მონაწილისთვის. არის ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და წიგნის თანაავტორი.

​

მისი ძირითადი სფეროა პერსონალის განვითარება, მომსახურება და გაყიდვები, მართვა და ლიდერობა. ამ მიმართულებით ტრენინგები ჩატარებული აქვს რითეილ კომპანიებში, საბანკო სექტორში, სამედიცინო წარმომადგენლობებსა და ჰოსპიტალურ სექტორში.

 

​​​​​

​

ChatGPT Image Apr 25, 2026, 11_26_06 AM.png

mariam Crdileli

კლინიკური ფსიქოლოგი და ტრენერი

 

მარიამ ჩრდილელი — კლინიკური ფსიქოლოგი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ატარებს.​ მან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა კლინიკურ და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (უნგრეთი), ხოლო ბაკალავრის ხარისხი — ნოქსის კოლეჯში (აშშ).

 

აქვს კვლევითი გამოცდილება ფსიქოლოგიის, ფარმაკოლოგიის, ეკონომიკისა და STEM მიმართულებებში. მისი კვლევები გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში.

​

მისი ძირითადი ინტერესის სფეროებია: თანამშრომელთა მოტივაცია, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება სამუშაო გარემოში, სტრესის მართვა და პროფესიული გადაწვის პრევენცია. იგი ორგანიზაციებს სთავაზობს ტრენინგებს გუნდის გაძლიერებაში, ეფექტიან კომუნიკაციასა და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში.

​​

2_edited.png

+995557-480-048

bottom of page