გუნდის შეკვრა - ერთობის ალქიმია
1-დღიანი ტრეინინგი შექმნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ გუნდის შეკვრა, მოტივაცია, საერთო მიზანზე ორიენტაცია, შიდა კომუნიკაციის გაძლიერება და სინერგიით შედეგების გა უმჯობესება.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?
პროგრამა შექმნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ გუნდის შეკვრა, საერთო მიზანზე ორიენტაცია, შიდა კომუნიკაციის გაძლიერება და სინერგიით შედეგების გაუმჯობესება.
ტრენინგი ფოკუსირებულია უნიკალურ პროცესზე, რომლის დროსაც ორგანიზაციაში ინდივიდების შესაძლებლობები, უნარები და პერსპექტივები ერთიანდება და იქმნება რაღაც უფრო მეტი - ძლიერი, შემოქმედებითი, ნდობაზე დაფუძნებული, ერთი მიზანზე ორიენტირებული გუნდი.
სამიზნე აუდიტორია: 25 - 70 ადამიანით დაკომპლექტებული გუნდები (კორპორატიული, საჯარო ან არასამთავრობო სექტორიდან)
რას მიიღებს თქვენი ორგანიზაცია შედეგად?
გუნდის წევრებს შორის ნდობის გაძლიერება, კოლაბორაციული კულტურის ჩამოყალიბება და ლოიალობის განმტკიცება
ინდივიდუალური როლების/პასუხისმგებლობების და გუნდური საერთო მიზნების გაცნობიერება
ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება ყველა დონეზე
სინერგიის ჩამოყალიბება - შეგრძნება გუნდში
მოტივაციის და პროდუქტიულობის გაზრდა
კონფლიქტების კონსტრუქციული გადაჭრის მექანიზმების შემუშავება
პროგრამის შინაარსი:
1. გუნდის საერთო ღირებულებები და ფასეულობები
2. ძლიერი გუნდის მახასიათებლები
3. როლები, პასუხისმგებლობები, ინდივიდების ერთ მიზანზე ორიენტაცია
4. ნდობის ფუნდამენტის აშენება
5. შიდა კომუნიკაციის ხელოვნება
6. კოლაბორაცია და სინერგია - ერთობის ალქიმია
7. კონფლიქტების პრევენცია გუნდში
8. გუნდის თვითშეფასება და განვითარების მიმართულებების გაცნობიერება
ფორმატი: ექსპერიმენტული სწავლება (Experiential Learning)
ტრენინგი დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების ციკლზე: ახალი ცოდნა → გამოცდილება → რეფლექსია → კონცეპტუალიზაცია → აქტიური ექსპერიმენტი. მონაწილეები არა მხოლოდ მოისმენენ თანამედროვე თეორიებს და მიდგომებს, არამედ თავად გამოცდიან მას პრაქტიკაში, ექსპერიმენტში ან როლურ თამაშში, რათა გააცნობიერონ ახალი ცოდნის პრაქტიკული ღირებულება.
_edited.png)