top of page

Cvens Sesaxeb

„ექომაინდი“ გთავაზობთ ბიზნეს ტრენინგებს, ვორქშოფებსა და განმავითარებელ პროგრამებს ორგანიზაციის პერსონალისთვის.

 

EchoMind-ი დაფუძნდა დედა-შვილის, ეკა ფრუიძისა და მარიამ ჩრდილელის მიერ. ჩვენ ვიცით თაობათა კავშირის ძალა და გვესმის, რომ ერთის მხრივ მრავალწლიანი მენეჯერული და ტრენერული გამოცდილება, მეორეს მხრივ კი ფსიქოლოგიის სიღრმისეული ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების პრაქტიკული გამოყენება, ერთად ქმნის უნიკალურ სინერგიას.

ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პერსონალის უნარებისა და ცოდნის განვითარებით - ჩვენ ვაღვიძებთ გონებას და ვაფართოვებთ ცნობიერებას. ეს ცვლილება, როგორც ექოს ტალღა, ვრცელდება მთელ ორგანიზაციაში და აქვს გრძელვადიანი ზემოქმედება.

ჩვენი მიზანია ორგანიზაციებში შევქმნათ პოზიტიური ცვლილებების ექო-ეფექტი (Resonance & Impact), რომელიც გააძლიერებს გუნდებს, აამაღლებს შედეგებს და ავითარებს ჯანსაღ ურთიერთობებს.

misia

ორგანიზაციების მხარდაჭერა ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში. ტრენინგებითა და ცნობიერების ამაღლების მრავალფეროვანი პროგრამებით ჩვენ ვქმნით გუნდში ექო-ეფექტს, დადებით ტალღას, პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც განაპირობებს ორგანიზაციის მდგრად განვითარებას გრძელვადიანი წარმატებისთვის.

lamp.png

xedva

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ხოლო მისი გონების პოტენციალი - უსაზღვრო. ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად ავითარებენ ადამიანურ კაპიტალს, აღწევენ დადებით ცვლილებებს, რომლებიც ექოს პრინციპით ავითარებს გარემოს, ზრდის ინდივიდების პროდუქტიულობას, ვლინდება სინერგია გუნდში, იქმნება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას გამოავლინოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ერთად მიღწეულ იქნას მაღალი შედეგები.

lamp (4).png

Rirebulebebi

1. განვითარება გაძლიერებისთვის (Growth for Empowerment)
ჩვენი ტრენინგები მიმართულია გუნდის გაძლიერებასა და სინერგიაზე, რათა ადამიანებმა აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ თავდაჯერებულები და წარმატებულები.

2. უწყვეტი განვითარება (Continuous Growth)
განვითარება უწყვეტი პროცესია. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს და ცალკეულ ინდივიდებს ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, დაისახონ უფრო ამბიციური მიზნები.

3. ავთენტურობა და ადამიანურობა (Authenticity & Humanity)
ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს თითოეული ორგანიზაციის უნიკალურ საჭიროებებს. თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეთიკურობას და სამართლიანობას.

4. ჰარმონია და კეთილდღეობა (Harmony & Well-being)
ნამდვილი წარმატება იბადება ჯანსაღ გარემოში. ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, ბალანსი და ურთიერთპატივისცემა საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს გამოავლინოს თავისი საუკეთესო მხარე.

„eqomaindis~ trenerebi

2_edited.png

+995557-480-048

bottom of page