ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია
2-დღიანი ტრენინგი განკუთვნილია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და რთული სიტუაციები ს ეფექტურად მართვა.

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მომსახურების გაუმჯობესებით და მომხმარებლების ლოიალობის ზრდით ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება.
სამიზნე აუდიტორია:
გაყიდვების მენეჯერები და კონსულტანტები
საცალო გაყიდვების და მომსახურების სფეროს პერსონალი
ყველა, ვინც ბრენდის სახელით კომუნიკაციაში შედის მომხმარებელთან
ტრენინგი ადაპტირებულია როგორც გამოცდილ, ისე დამწყები პროფესიონალებისთვის.
რას მიიღებს თქვენი კომპანია შედეგად?
მყისიერი შედეგები (1-3 თვე)
მომსახურების გამოცდილების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება
პერსონალის გაუმჯობესებული უნარები (მომსახურება, გაყიდვები, კომუნიკაცია)
გუნდში კომუნიკაციის ხარისხის ამაღლება და შედეგზე ორიენტირება
რთული სიტუაციების უფრო მარტივად და პროფესიონალურად გადაჭრა
მომხმარებლის საჩივრებისა და კონფლიქტების შემცირება
თანამშრომლების თავდაჯერებულობისა და მთლიანად გუნდის სტრესმედეგობის გაძლიერება
მომსახურების სტანდარტების დანერგვა/გაუმჯობესება
გრძელვადიანი ზეგავლენა (3-12 თვე)
💰 ფინანსური ზრდა: გაყიდვების ზრდა და დამატებითი სერვისების წარმატებული რეალიზაცია მომხმარებლის მაღალი ნდობის გამო
⭐ ბრენდის გაძლიერება: დადებითი word-of-mouth და გაუმჯობესებული ონლაინ შეფასებები
📉 ხარჯების ოპტიმიზაცია: საჩივრებთან დაკავშირებული ხარჯებისა და იურიდიული რისკების მინიმიზაცია
🔄 ლოიალობის ზრდა: მომხმარებელთა კმაყოფილებისა და დაბრუნების მაჩვენებლის (retention rate) მნიშვნელოვანი გაზრდა
🏆 ბრენდის რეპუტაციის და იმიჯის გაუმჯობესება: როგორც მომხმარებლებისთვის, ისე პოტენციური თანამშრომლებისთვის
პროგრამის შინაარსი
მოდული 1: მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების თანამედროვე პარადიგმა.
თანამედროვე მოთხოვნები მომსახურებაში. რა განაპირობებს მომხმარებელთა კმაყოფილებას?
მოდული 2: ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები
სანდო, პოზიტიური და დამაჯერებელი კომუნიკაციის ჩამოყალიბება ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკებით. კომუნიკაციის ბარიერების იდენტიფიცირება და პრევენცია
მოდული 3: მომსახურებისა და გაყიდვების პროცესის მართვა
მომხმარებლის მომსახურების სრული ციკლი - პირველი კონტაქტიდან დამშვიდობებამდე. გუნდში როლების განაწილება მომსახურების პროცესის გაუმჯობესებისთვის.
მოდული 4: მომხმარებელთა სეგმენტაცია და გაყიდვები
მომხმარებელთა ფსიქოტიპები და თითოეულ ფსიქოტიპზე მორგებული მომსახურება/გაყიდვები
მოდული 5: რთული სიტუაციების მართვა
რიგისა და მოლოდინის ეფექტური მართვა, კონფლიქტების პრევენცია და გადაჭრის სტრატეგიები
მოდული 6: თვითშეფასება და სამომავლო განვითარების გეგმები
გუნდის თვითშეფასება, ძლიერი მხარეებისა და გასავითარებელი მიმართულებების იდენტიფიცირება, პირადი/ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება
ტრენინგის ფორმატი
30% თეორია + 70% პრაქტიკა
ინტერაქტიული ტრენინგი ვორქშოფის ელემენტებით, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ქოუჩინგის მეთოდებს. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს როლურ თამაშებს და რეალური ქეისების ანალიზს მომსახურების სფეროდან.
რას უზრუნველყოფს ფორმატი:
მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას
გამოცდილი თანამშრომლების ცოდნის გაზიარებას
ახალი პერსონალის სწრაფ ადაპტაციას და უნარების განვითარებას
_edited.png)