პროდუქტიულობის თანამედროვე პარადიგმა
1-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც ცვლის დამოკიდებულებას დროის მიმართ და მონაწილეები გადაყავს „დაკავებულობის“ რეჟიმიდან „შედეგზე ორიენტირებულ“ რეჟიმზე.

თანამედროვე გუნდებისთვის შექმნილი პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც ცვლის დამოკიდებულებას დროის მიმართ და მონაწილეები გადაყავს „დაკავებულობის“ რეჟიმიდან „შედეგზე ორიენტირებულ“ რეჟიმზე, ავითარებს ენერგიის აღდგენის ტექნიკებს და ყურადღების (ფოკუსის) მართვას ციფრული ქაოსის პირობებში.
ტრენინგი ცვლის გუნდის ხედვას და კორპორატიულ კულტურას პროდუქტიულობასთან დაკავშირებით - „ციფრულ ეპოქაში ნაკლები ნიშნავს მეტს”
ამ ტრენინგის შემდეგ შეძლებთ გამოიმუშაოთ თქვენი პროდუქტიულობის ახალი სისტემა, სადაც კი არ აჩქარდებით, არამედ, ფოკუსს გააკეთებთ რესურსების გონივრულ მართვაზე. აღარ გექნებათ დროის დეფიციტი, ბიოლოგიურ ენერგიას გადაანაწილებთ ეფექტურად, ,,მოიცლით” სტრატეგიული ამოცანებისთვის, განვითარებისთვის, მეტი დრო და ენერგია დაგრჩებათ საყვარელი საქმიანობებისთვის. შეძლებთ დააბალანსოთ პირადი და სამსახურებრივი ცხოვრება, რაც გაზრდის თქვენი ცხოვრების ხარისხს.
სამიზნე აუდიტორია: მენეჯერები, გუნდის ლიდერები, მაღალი დატვირთვის მქონე პროფესიონალები.
ტრენინგის პროგრამა და თემები:
სესია 1) ახალი პარადიგმა – დრო, როგორც ინვესტიცია
დროის ფსიქოლოგია და მითები დროის მართვის შესახებ
Activity vs. Productivity: როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან აქტივობა/დასაქმებულობა და პროდუქტიულობა/შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა.
დროის ინვესტირების ROI: აქტივობების შეფასება გრძელვადიანი უკუგების მიხედვით.
ენერგია vs დრო
პრაქტიკული სავარჯიშო: პირადი დროის აუდიტი და „დროის მხარჯველების“ იდენტიფიცირება. სად იკარგება ჩვენი „უხილავი“ საათები?
სესია 2) ენერგიის მენეჯმენტი – პროდუქტიულობის საწვავი
ბიოლოგიური პიკები: ცირკადული რიტმები და ინდივიდუალური„ოქროს საათების“ პოვნა.
ენერგიის 4 ფენომენი: ფიზიკური, ემოციური, გონებრივი და სულიერი რესურსების ბალანსი. ულტრადიანული ციკლები: მუშაობა 90-წუთიანი ინტერვალებით და ეფექტური დასვენების მეცნიერება.
როგორ მივაგნოთ ენერგიის წყაროებს და რატომ არის ენერგიის მართვა დროის მართვაზე უფრო მნიშვნელოვანი
პრაქტიკული სავარჯიშო: პირადი „ენერგიის რუკის“ შედგენა.
სესია 3) დროის მართვის ტექნიკები
ეიზენჰაუერის მატრიცა. როგორ გავთავისუფლდეთ „გადაუდებელი, მაგრამ უმნიშვნელო“ საქმეებისგან.
პომოდორო, სამუშაოზე ფოკუსირებისა და პაუზების მონაცველობის ხელოვნება
ABCDE მეთოდი - საქმეების პრიორიტეტიზაცია
პარეტო 80/20
Check-list კულტურა: რუტინული პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია.
Time Blocking & Time Boxing: კალენდრის მართვის თანამედროვე ტექნიკა.
Attention Economy (ყურადღების ეკონომიკა): მთავარი პრობლემა არა დროის სიმცირე, არამედ ყურადღების დეფიციტია. როგორ დავიცვათ თავი ციფრული გაფანტულობისგან.
სესია 4) სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია და სისტემები
დელეგირების ხელოვნება: რა დავადელეგირო, რომ გამოვითავისუფლო დრო სტრატეგიული ამოცანებისთვის.
Deep Work (სიღრმისეული მუშაობა): ორგანიზაციულ კულტურაში,,ფოკუსირების საათების” დანერგვა.
Eat that Frog: რთული საქმეების დაძლევის ფსიქოლოგია
2-წუთის წესი: როგორ ავიცილოთ თავიდან წვრილმანი საქმეების დაგროვება.
ტექნოლოგიური დაღლილობა(Digital Fatigue): „ასინქრონული კომუნიკაციის“ კულტურა.
მოქნილი მუშაობა (Hybrid Work): როგორ ვმართოთ დრო, როცა სახლიდან ვმუშაობთ და საზღვარი პირადსა და სამსახურს შორის წაშლილია.
ციფრული ჰიგიენა: შეტყობინებების(Notifications) მართვა და „Distraction-free“ გარემოს მოწყობა. რა უჯდება კომპანიას ერთი შეტყობინება?
Strategic "No" - უარის თქმის ხელოვნება
მულტიტასკინგის ილუზია: რატომ გვაკარგვინებს „გადართვა“ დროს და როგორ გადავიდეთ Single-tasking-ზე.
პარკინსონის კანონი: რატომ იკავებს საქმე მთელ გამოყოფილ დროს და როგორ დავაწესოთ ხელოვნური დედლაინები.
სამუშაო გარემოს დიზაინი: როგორ შევქმნათ „გაუფანტავი“ ზონა ოფისში.
დღის დახურვის რიტუალი: როგორ დავტოვოთ სამსახური სამსახურში.
✅ მოსალოდნელი შედეგები (KPI)
გუნდში სამუშაო პროცესების ეფექტურობის ზრდა მინიმუმ 20%-ით.
არაეფექტური დროის მინიმიზაცია.
დასრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება გაზრდილი ფოკუსის ხარჯზე.
რას იღებენ მონაწილეები:
📱 Output:
პირადი დროის რუკა
გადაწვის (Burnout) რისკის შემცირება.
დროის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტები
ენერგიის მართვის გაცნობიერებული მიდგომა
რას მიიღებს თქვენი კომპანია შედეგად?
📈 გაზომვადი შედეგები:
30-40% დროის ოპტიმიზაცია
5-7 საათი/კვირაში სტრატეგიული საქმიანობისთვის დროის გამოთავისუფლება
20-30% დაზოგილი დრო უფრო ეფექტური შეხვედრების წყალობით
გაუმჯობესებული გუნდური შედეგი (team productivity)
💎 თვისობრივი გაუმჯობესება და ცვლილებები:
შემცირდება პერსონალის ,,გადაწვის” რისკი და სტრესის დონე (burnout და stress levels)
სამუშაო კმაყოფილების ზრდა (job satisfaction)
მეტი ჩართულობა (work-life integration)
მეტი ფოკუსი სტრატეგიულ საქმიანობებზე (strategic initiatives)
🛠️ სწავლების მეთოდოლოგია
ინტერაქციული ტრენინგი თეორიული მასალითა და ქეისების განხილვით.
Gamification: გუნდური და ინდივიდუალური, როლური და სიმულაციური თამაშები.
Worksheets: ინდივიდუალური სამუშაო რუკები და ჩეკლისტები.
_edited.png)