ტრენინგი სამედიცინო წარმომადგენლებისთვის
1-დღიანი ტრენინგი განკუთვნილია ფარმაცევტული კომპანიებისა და სამედიცინო წარმომადგენლობებისთვის, რომლებსაც სურთ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ექიმის ფსიქოტიპზე მ ორგებული სტრატეგიული კომუნიკაციით.

ტრენინგი განკუთვნილია ფარმაცევტული კომპანიებისა და სამედიცინო წარმომადგენლობებისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიციური მიზნები გაყიდვებში და სურთ მედრეპების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ექიმის ფსიქოტიპზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაციით.
რას უნდა ველოდოთ ტრენინგის შემდეგ?
სამედიცინო წარმომადგენლები შეძლებენ თითოეული ექიმის ფსიქოტიპის მარტივად ამოცნობას და მისი ინდივიდუალობის ღრმა გაგებას
ფსიქოტიპზე პერსონალიზებული ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის მორგებას, რაც გაზრდის პარტნიორული, მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებას
კომუნიკაციის და გაყიდვების უნარების გაუმჯობესებას: ნდობის და პოზიტიური კომუნიკაციის ადვილად დამყარებას, წინააღმდეგობების პროაქტიულად ამოცნობას, პროდუქტის შეთავაზების და მოლაპარაკებების ტექნიკების დახვეწას.
გაყიდვების ზრდას და ექიმების კმაყოფილების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროგრამის შინაარსი:
ფსიქოტიპების კონცეფციის გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება გაყიდვებში
5 ძირითადი ფსიქოტიპის დეტალური მახასიათებლები – ქცევითი და კომუნიკაციური სტილის ანალიზით;
პირადი ფსიქოტიპისა და ექიმების ფსიქოტიპების იდენტიფიკაცია (თვითშეფასება და პრაქტიკული ტესტირება);
თითოეული ფსიქოტიპზე პერსონალიზირებული მიდგომები, გაყიდვებისა და კომუნიკაციის სტრატეგიები;
ექიმთან ვიზიტისას ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები ფსიქოტიპებზე მისადაგებით (მაგ., ლოგიკური vs ემოციური არგუმენტები);
პროდუქტის პოზიციონირება და დარწმუნების ოპტიმალური მეთოდები ფსიქოტიპის მიხედვით (მაგ., მონაცემებზე ორიენტაცია vs ურთიერთობაზე ფოკუსი);
სიმულაციური როლური თამაშები: მედრეპის ვიზიტი სხვადასხვა ფსიქოტიპის ექიმთან.
ფორმატი: ინტერაქტიული ტრენინგი ვორქშოფის ელემენტებით, რომელიც მოიცავს ქოუჩინგის თანამედროვე მეთოდიკებს. 30% თეორია და 70% პრაქტიკული – როლური თამაშები და რეალური ქეისები ფარმაცევტული სფეროდან.
ფსიქოტიპებზე დაფუძნებული სტრატეგიული კომუნიკაციის ოპტიმიზაცია 35-40%-ით აუმჯობესებს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ექიმებთან, რაც უზრუნველყოფს გაყიდვების მდგრად ზრდას, ბრენდის რეპუტაციის გაძლიერებასა და ბიზნესის გრძელვადიან წარმატებას.
_edited.png)