top of page

პოზიტიური ლიდერობა და
მართვის თანამედროვე მეთოდები

2-დღიანი ტრენინგი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებმაც დაისახეს ახალი ამბიციური მიზნები და დგანან გამოწვევების წინაშე.

ტრენინგი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებმაც დაისახეს ახალი ამბიციური მიზნები და დგანან გამოწვევების წინაშე. პროგრამა ეხმარება ორგანიზაციებს განავითარონ საშუალო და წინა ხაზის მენეჯერებში მნიშვნელოვანი კომპეტენციები:


  • ლიდერული უნარების განვითარება და სტრატეგიული აზროვნება

  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდის მართვის ტექნიკები

  • წარმატებაზე ორიენტირებული ქცევის მოდელების დანერგვა

  • გუნდის მოტივაციის, ჩართულობისა და პროდუქტიულობის ამაღლება

  • ტალანტების შენარჩუნება და თანამშრომელთა ლოიალობის გაზრდა

  • ჯანსაღი და მაღალეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა


პროგრამის შინაარსი:


  • მართვის ახალი პარადიგმა — პოზიტიური ლიდერობა
    შთამაგონებელი და განმავითარებელი ლიდერობა, სიტუაციური მართვის თანამედროვე სტრატეგიები.

  • ლიდერული კომუნიკაცია
    განმავითარებელი უკუკავშირის მიღება და გაცემა, დამარწმუნებელი კომუნიკაციის ხელოვნება.

  • სტრატეგიული დაგეგმვა
    მიზნები,  ცვლილებები,  რთული გადაწყვეტილებების მიღება და რისკების მართვა ორგანიზაციაში.

  • გუნდის მოტივაცია
    ინდივიდუალური მიდგომები თაობების გათვალისწინებით.

  • განმავითარებელი გარემოს შექმნა
    წარმატებული გუნდის ფორმირებისთვის. მენეჯერი როგორც მენტორი და ქოუჩი.

  • დროის მართვა და პროდუქტიულობა

  • გუნდის ფსიქოლოგია
    არაჰომოგენური გუნდის შეკვრა, კეთილდღეობაზე ზრუნვა და კორპორატიული კულტურის ფორმირება.

  • წარმატებული თანამედროვე ლიდერის კომპეტენციები
    თვითშეფასება და განვითარების სამომავლო გეგმები.


რა შედეგებს უნდა ველოდოთ?


  • ახალი ამბიციური მიზნებისა და შედეგების მიღწევა.

  • ძლიერი ლიდერების ფორმირება, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად მართონ რესურსები და გადაჭრან პრობლემები კომპანიის შიგნით, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

  • გაზრდილი პროდუქტიულობა მოტივირებული გუნდის მაღალი ჩართულობის წყალობით.

  • ლიდერისა და გუნდის თითოეული წევრის პიროვნული და პროფესიული განვითარება.

  • პოზიტიური კორპორატიული კულტურისა და ლოიალობის გაძლიერება.

  • წარმატებული ცვლილებები ორგანიზაციაში — ცვლილებების, ახალი ამოცანებისა და სიახლეების მაღალი მიმღებლობა და სტრესგამძლეობა.


ფორმატი: ინტერაქტიული ტრენინგი ვორქშოფის ელემენტებით, რომელიც მოიცავს ქოუჩინგის თანამედროვე მეთოდიკებს, მონაწილის პირადი ლიდერული სტილის იდენტიფიცირებას, პროფესიული და პიროვნული განვითარების გეგმის შედგენას ინდივიდუალური მიდგომით და თვითშეფასების ინსტრუმენტებს.


ლიდერისა და გუნდის ტრანსფორმაცია იწყება ახლა!

2_edited.png

+995557-480-048

bottom of page