top of page

პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება და ეფექტური კომუნიკაცია

2-დღიანი ტრენინგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომელიც ავითარებს პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებს.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

ტრენინგი შექმნილია სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებსაც სურთ:


  • კონკურენტულ გარემოში პაციენტებისთვის გამორჩეული სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ბრენდის რეპუტაციის ამაღლება

  • პაციენტების ლოიალობის ამაღლება

  • შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის გაუმჯობესება

  • პაციენტთა მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა


სამიზნე აუდიტორია: სამედიცინო პერსონალი, რომელიც პირდაპირ კონტაქტშია პაციენტებთან.


რა შედეგებს უნდა ველოდოთ ტრენინგის შემდეგ?

მყისიერი შედეგები (1-3 თვე)

  • პაციენტების მომსახურების გამოცდილების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება

  • პერსონალის მომსახურებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება

  • გუნდში კომუნიკაციის ხარისხის ამაღლება

  • პაციენტთა ნაკადების ეფექტური მართვა

  • რთული სამედიცინო ქეისების უფრო მარტივად გადაჭრა

  • პაციენტებთან გაუგებრობებისა და კონფლიქტების შემცირება

  • გუნდის თავდაჯერებულობისა და სტრესმედეგობის (რეზილიენსის) გაძლიერება


გრძელვადიანი შედეგები (3-12 თვე)

  • ფინანსური მაჩვენებლების ზრდა: დამატებითი სერვისების გაყიდვების ზრდა მაღალი ნდობის გამო

  • რეპუტაციის გაძლიერება: პაციენტების დადებითი გამოხმაურებებისა (word-of-mouth) და ონლაინ შეფასებების გაუმჯობესება

  • ხარჯების შემცირება: საჩივრებთან დაკავშირებული ხარჯებისა და იურიდიული რისკების მინიმიზაცია

  • პაციენტების შენარჩუნება: კმაყოფილებისა და  დაბრუნების მაჩვენებლის (retention rate) მნიშვნელოვანი ზრდა

  • ბრენდის რეპუტაციისა და დამსაქმებლის იმიჯის      გაუმჯობესება


პროგრამის შინაარსი

მოდული 1: პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების თანამედროვე პარადიგმა

მომსახურების თანამედროვე სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებაში და მათი პრაქტიკული გამოყენება

მოდული 2: ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები

პაციენტთან ნდობისა და პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბება: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ხელოვნება. კომუნიკაციის ბარიერები სამედიცინო სფეროში

მოდული 3: მომსახურების პროცესის მართვა

პაციენტის სამედიცინო მომსახურების სრული ციკლი - პირველი კონტაქტიდან დამშვიდობებამდე

მოდული 4: რთული სიტუაციების მართვა

რიგისა და მოლოდინის ეფექტური მართვა, კონფლიქტების პრევენცია და მისი გადაჭრის სტრატეგიები

მოდული 5: პირადი განვითარების გეგმა

გუნდის და მონაწილეთა თვითშეფასება, ძლიერი და სასურველი განვითარების სფეროების იდენტიფიცირება, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება


ტრენინგის ფორმატი

მეთოდოლოგია: ინტერაქტიული ტრენინგი ვორქშოფის ელემენტებით, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ქოუჩინგის მეთოდებს; 30% თეორიული ნაწილი და 70% პრაქტიკული სავარჯიშოები (როლური თამაშები და რეალური ქეისების ანალიზი სამედიცინო სფეროდან). 


ტრენინგი უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, გამოცდილი თანამშრომლების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას გუნდში და პერსონალის უნარების გაუმჯობესებას პაციენტთან კონკრეტულ რეალურ სიტუაციებში.

2_edited.png

+995557-480-048

bottom of page